იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორების უმრავლესობა უკვე მოვალეობის შემსრულებელია, მათი გამოცდის თარიღი კი გაურკვეველი, ზოგიერთ საჯარო სკოლაში ახალი დირექტორი დაინიშნა.
კანონმდებლობაში, რომელიც აღნიშნულ საკითხს არეგულირებს, ვკითხლობთ, რომ განათლების სამინისტრო აქვს დისკრეციული უფლება, დანიშნოს საჯარო სკოლის დირექტორი.
„სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. დირექტორის დანიშვნის თაობაზე სამინისტროს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას”, - ვკითხულობთ ზოგადი განათლების კანონში.
აქედან გამომდინარე შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ მანამ, სანამ სამინისტრო დირექტორებისთვის გამოცდის ჩატარების თარიღს დააზუსტებს, შესაძლებელია სკოლებში ახალი დირექტორები განათლების მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე დაინიშნონ.
გასათვალისწინებელია, რომ პირი მხოლოდ ორჯერ შეიძლება გახდეს ერთი და იგივე სკოლის დირექტორი.