აქვს თუ არა სკოლის ყველა თანამშრომელს დისტანციურად მუშაობის უფლება?
13-02-2022

მოსწავლეებსა და რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს დისტანციური სწავლების არჩევის უფლება აქვთ. ეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაშვებული შეღვათია.

ქვეყანაში ათასობით ინფიცირებულის ფონზე, მასწავლებლების ნაწილს, რომლებიც ჯანმრთელობიდან გამომდინარე რისკჯგუფს არ განეკუთვნებიან, ონლაინ სწავლებაზე გადასვლა სურთ, თუმცა არ იციან, ეს როგორ უნდა მოახერხონ.

ვინ ანიჭებს მასწავლებელს ონლაინ რეჟიმზე გადასვლის უფლებას? აქვს თუ არა სკოლის ყველა თანამშრომელს დისტანციურად მუშაობის უფლება?

სკოლის დირექციას უფლება აქვს, პედაგოგი ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს. დისტანციურად მუშაობის საშუალება სკოლის ნებისმიერ თანამშრომელს აქვს მათ გარდა, ვისი სამუშაოც სპეციფიკურია. დირექცია წყვეტს, დააკმაყოფილებს თუ არა მასწავლებლის მოთხოვნას, რომ მხოლოდ ონლაინ გაკვეთილები ჩაატაროს.

საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, დასაქმებული  პირი გადაიყვანოს მუშაობის დისტანციურ რეჟიმში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პოზიციის/თანამდებობის პირის საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ყოფნა/გამოცხადება დაკავშირებულია ამ პოზიციის/თანამდებობის სპეციფიკასთან.

იხილეთ ასევე: დაავადებები, რომელთა შემთხვევაშიც, მასწავლებელი უპირობოდ გადადის დისტანციურ სწავლებაზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203