სამინისტრო მოსწავლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები
11-02-2022
10 თებერვალს სწავლის ფორმატის ცვლილებაზე განაცხადი 31390-მა მოსწავლემ შეცვალა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, გაზრდილია სკოლაში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა. 

სისტემის განცხადებით ხუთშაბათს, რეგისტრაცია დისტანციური მოდელზე გადასვლის მიზნით 21095 მოსწავლის მშობელმა გაიარა. ხოლო სკოლაში დაბრუნება 10295-მა მოსწავლემ გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეებს, ონლაინ-სწავლების არჩევა, ყოველ ხუთშაბათ სპეციალური საიტის საშუალებით შეუძლიათ. დისტანციური სწავლების არჩევის ინსტრუქცია და დეტალების სანახავად გადადიით ბმულზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203