ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო კარწახის სკოლაში ქართულ და სომხურ ენაზე მიმდინარეობდა
კარწახის საჯარო სკოლაში, ქართულისა და სომხური ენის კათედრების მიერ, ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო მომზადდა.
საღამოზე მე-7 დან მე-10 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მიზანი ილია ჭავჭავაძის, როგორც არა მარტო მწერლის, არამედ, როგორც საზოგადო მოღვაწის გაცნობა იყო.
საღამო ორ ენაზე (ქართულად და სომხურად) წარიმართა და მისი მსვლელობა საინტერესო,ემოციური და შინაარსიანი იყო.
დამსწრე საზოგადოების თქმით, შთამბეჭდავი იყო მერვე კლასის მოსწავლის, ქნარიკ გალოიანის მიერ შესრულებული სიმღერა ,,ჩემი საქართველო აქ არის“.
იხილეთ ფოტოები