„პირველკლასელთა აკადემიის“ პრეზენტაცია სამცხე-ჯავახეთში გაიმართა
11-02-2022
„პირველკლასელთა აკადემიას“ განსაკუთრებული წარდგენა აღარ სჭირდება. „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით გამოცემულმა სახელმძღვანელომ მალევე შეიძინა უამრავი ერთგული მეგობარი, როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებს შორის.
ესაა უნიკალური წიგნი+რვეული, რომელიც მთავარ მიზანს - განათლებას ემსახურება, მომავალ პირველკლასელებს უმნიშვნელოვანესი ეტაპისთვის - სასკოლო ცხოვრებისთვის ამზადებს და მოიცავს სახალისო დავალებებსა და აქტივობებს. წიგნის ავტორი მუდმივად აღნიშნავს, რომ წარმატებული სახელმწიფოს საფუძველი სწორედ განათლებული თაობებია; კაცობრიობის დანიშნულება არა მხოლოდ ისაა, შვას მომავალი თაობა, არამედ აღზარდოს კიდეც - ამ ყველაფრის საფუძველი კი სწორედ განათლებაა, რომელიც თითოეული ბავშვის წარმატების საწინდარი უნდა გახდეს.
ამჯერად, „პირველკლასელთა აკადემია“ თავად ავტორმა - გოჩა ტყეშელაშვილმა სამცხე-ჯავახეთში: ბორჯომში, ახალციხეში, ადიგენსა და ასპინძაში წარადგინა.
პრეზენტაციებს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც სახელმძღვანელოს გაცნობისთანავე აღიარეს მისი მნიშვნელობა მომავალი მოსწავლეების განვითარება-განათლებაში. დაიგეგმა და საფუძველი ჩაეყარა სამომავლო თანამშრომლობას, მალე კი „პირველკლასელთა აკადემია“ სამცხე-ჯავახეთის მკვიდრი პატარებისთვის საყვარელი წიგნი, ერთგული მეგობარი გახდება და ამაყად შეუძღვება ცოდნის ტაძარში.