„საახალწლო ზღაპარი“ - ასე ეწოდება პიესას, რომელიც დილისკის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასელებმა წარმოადგინეს.
პედაგოგების თქმით, მიუხედავად იმისა რომ მათი მშობლიური ენა სომხურია, მოსწავლეებმა დიდი მონდომების შედეგად, გამართული ქართულით, დიდი ემოციებით და გრძნობით მოირგეს როლები და საბოლოოდ დამსწრე საზოგადოების, მასწავლებლებისა და მშობლების მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიების ორგანიზატორი მასწავლებელი, იამზე მსხვილაძე იყო.
იხილეთ ფოტოები