საბავშვო ბაღის მასწავლებლების ანაზღაურება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ის აღმზრდელის გამოცდილებაზე, უნარებსა და სამუშაო რეგიონზეა დამოკიდებული.
რაც მთავარია, ანაზღაურების საკითხს ყველაზე მეტად ის განსაზღვრავს, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ და მუშაობთ. გთავაზობთ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში დასაქმებული საბავშვო ბაღის აღმზრელების ხელფასის შესახებ.
გაერთიანებული სამეფო
გაერთიანებულ სამეფოში საბავშვო ბაღის მასწავლებელი, როგორც წესი, წელიწადში დაახლოებით 46,200 GBP-ს ანუ 184466.65 ლარს გამოიმუშავებს. ხელფასები მერყეობს 24000 GBP-დან - 95826.83 ლარიდან (ყველაზე დაბალი) 70600 GBP-მდე - 281890.59 ლარამდე (უმაღლესი). გამოდის, რომ გაერთიანებულ სამეფოში ბაღის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 15372 ლარია.
იაპონია
იაპონიაში საბავშვო ბაღის მასწავლებლის ხელფასი თვეში , დაახლოებით, 351,000 JPY ანუ 8905.18 ლარია. ხელფასები მერყეობს 165,000 JPY-დან - 4186.19 ლარიდან (ყველაზე დაბალი) 555,000 JPY-მდე - 14080.84 ლარამდე (უმაღლესი).
ინდოეთი
ინდოეთში საბავშვო ბაღის აღმზრდელი, როგორც წესი, თვეში დაახლოებით 21,400 INR ანუ 836.68 ლარის გამოიმუშავებს. ხელფასები მერყეობს 11,500 INR-დან - 449.62 ლარიდან (ყველაზე დაბალი) 32,300 INR-მდე - 1262.84 ლარამდე (უმაღლესი).
გერმანია
გერმანიაში აღმზრდელის ანაზღაურება თვეში დაახლოებით 2540 ევრო ანუ 8520.27 ლარია. ხელფასები მერყეობს 1170 ევროდან - 3924.69 ლარიდან (ყველაზე დაბალი) 4030 ევრომდე - 13518.38 ლარამდე (უმაღლესი).
აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოცემულია საშუალო თვიური ხელფასი საცხოვრებლის, ტრანსპორტის და სხვა შეღავათების ჩათვლით.