ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბი გაიხსნა
23-02-2018
ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კლუბი გაიხსნა. კლუბის გახსნის პრეზენტაციაზე სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.

ლიტერატურული კლუბის პრეზენტაციაზე მოეწყო მცირე ლექცია-სემინარი. სკოლა ევრო-2000-სგან ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არსებულ პროექტ ,,ეკვილიბრიუმი"-ის ფარგლებში ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლას საჩუქრად წიგნებიც გადაეცა. 

წერილი: „2018 წლის 22 თებერვალს გვეწვია ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწერალი,
პოეტი,პროზაიკოსი,ესეისტი,ლექტორი,ტელეწამყვანი,საქართველოს პარლამენტის
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი(2012 წლიდან დღემდე)
ლიტერატურული პრემია ''საბას''ლაურეატი,წინანდლის პრემიის
ლაურეატი,ელექტრონული ბიბლიოთეკის lib.ge  დამფუძნებელი და მთავარი
რედაქტორი, საგანმანათლებლო მოძრაობა,, ეკვილიბრიუმის'' დამფუძნებელი
გიორგი კეკელიძე.

ლიტერატურული კლუბის გახსნა და პრეზენტაცია. სტუმრად გვყავდა მოწვეული
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე. მოეწყო მცირე
ლექცია-სემინარი. სკოლა ევრო-2000-სგან ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არსებულ პროექტ
,,ეკვილიბრიუმი"-ის ფარგლებში გადმოგვეცა საჩუქრად წიგნები.“  - ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203