სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების დანერგვის მიზნით USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამამ ქოუჩების მომზადების კურსი დაიწყო.
კურსს პარტნიორი უნივერსიტეტების 100-ზე მეტი წარმომადგენელი გაივლის, შედგება როგოც მცირე ჯგუფები, ისე შესაძლოა ინდივიდუალურად მუშაობა.
„უნივერსიტეტების ქოუჩები, ინტენსიური გადამზადების კურსის შემდგომ, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში I-IV კლასის კითხვისა და მათემატიკის მასწავლებელთა ქოუჩინგს განახორციელებენ. მასწავლებელთა ქოუჩინგი ჩატარდება როგორც მცირე ჯგუფებში (10-12 მონაწილე), ისე ინდივიდუალურად“ - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.