მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ ვებინარი ჩატარდება - რეგისტრაცია უფასოა
13-02-2022
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის 17 თებერვალს, 13:00 საათზე განათლების საერთაშორისო პოლიტიკისა და თანამშრომლობის ქსელის (NORRAG) ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ გაიმართება ვებინარი – „Building the Capacity of Teachers – Scale for Inclusive and Equitable Quality Education“.
ვებინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე (უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი არაბულ და რუსულ ენებზე) და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს უფასოდ ექნება.