მასწავლებელი ვალდებულია, სკოლას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს
18-02-2022

მასწავლებლობის მსურველებს ზოგიერთი სკოლის ადმინისტრაცია დასაქმებამდე სამედიცინო ცნობის წარდგენას სთხოვს. დირექტორები მომავალი პედაგოგებისგან, ზოგჯერ, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენაც მოითხოვონ. ჩნდება კითხვა, არის თუ არა ეს კანონიერი და ხომ არ აჭარბებენ სკოლის ხელმძღვანელები საკუთარ უფლებებს?

აღნიშნულ საკითხს ზოგადი განათლების შესახებ კანონი არეგულირებს. სკოლის დირექციას უფლება აქვს, მასწავლებელს დაავადებებზე შემოწმება და სამედიცინო ცნობის წარდგენა მოსთხოვოს. მასწავლებელი კი ვალდებულია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესებით მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დირექცია ასევე უფლებამოსილია, ნებისმიერ პედაგოგს მოსთხოვოს შემოწმება ალკოჰოლსა და ნარკოტიკზე.

„სკოლას უფლება აქვს მოსთხოვოს მოსწავლეს და მასწავლებელს, გაიარონ სამედიცინო შემოწმება დაავადებებზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გავლის ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნულია ოფიციალურ დოკუმენტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203