პენსიონერი მასწავლებლებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი შემცირდება
14-02-2022
მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი 36%-დან 26%-მდე შემცირდება, - აღნიშნული საკითხი პრემიერმა უკვე დააყენა.

„ერთ-ერთი ინიციატივა და მომართვა პენსიონერების საპროცენტო განაკვეთს შეეხებოდა, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო. ეს ჯერ კიდევ არის მაღალი, თუმცა მოგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ეს 80-90-100%-ზე მეტი იყო. ამიტომ ჩვენ ეს საპროცენტო განაკვეთი, რა თქმა უნდა, მინიმუმამდე დავწიეთ, თუმცა 36% პენსიონერებისთვის მაინც მაღალია. ამიტომ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით კომისია შევქმენით, ამ საკითხზე იმუშავეს და შეჯერდნენ, რომ აღნიშნული პროცენტი 26%-ს არ ასცდება, 26%-მდე დავწევთ ამ განაკვეთს და იქნება ჩვენი პენსიონერებისთვის კიდევ ერთი შვება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იხილეთ ასევე:

მასწავლებლები პენსიას სხვა ბანკში აიღებენ - გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203