სკოლაში დასაქმებულებისა და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის საკარანტინე პირობები, მთავრობის გადაწყვეტილებით შეიცვალა - განისაზღვრა 5 დღიანი იზოლაცია, თუმცა ახალ ბრძანებაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რომელიც კოვიდგადატანილ პედაგოგებს ეხებათ. ეს გახლავთ კარანტინიდან სამუშაო ადგილზე დაბრუნების მთავარი პირობა, რომლის შესრულებაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებს მოუწევთ.
ახალი რეგულაციით, სკოლაში პედაგოგები მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებების გავლით დაბრუნდებიან. ბრძანებაში, შავით თეთრზე წერია, რომ მეექვსე დღეს პირი სამსახურში ბრუნდება მხოლოდ სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში:
„იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება“,- განმარტებულია ბრძანებაში.
იხილეთ ასევე:
პედაგოგებს სკოლაში ბიულეტენის წარდგენა აღარ დასჭირდებათ
მასწავლებლები, კარანტინში 5 დღით გადავლენ - კიდევ ვის ეხება იზოლაციის ვადის შემცირება