აბიტურიენტებისთვის რეიტინგული სიის სწორად შედგენა ძალიან მნიშვნელოვანია. რით უნდა იხელმძღვანელონ ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელებმა საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული სიის გაკეთების დროს? - ამ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა უპასუხეს და აბიტურიენტები გააფრთხილეს, რომ ყველა ცვლილების შემდეგ აუცილებელია შენახვის ღილაკის გამოყენება.
მნიშვნელოვანია, რომ რეიტინგული სია საკუთარი სურვილის შესაბამისად შეადგინოს აბიტურიენტმა, რადგან პროგრამა განიხილავს მის ჩარიცხვას პირველ არჩევანზე, თუ ქულა არ ეყო - მომდევნოზე და ა.შ. აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს: აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით); გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები და სხვა.
კიდევ ერთი გაფრთხილება მათ: აუცილებლად გამოიყენეთ შენახვის ღილაკი! ამასთან, გახსოვდეთ რომ შეზღუდული არ ხართ პროგრამების რაოდენობაში, შესაბამისად, უმჯობესია თუკი რეიტინგულ სიაში ერთ და ორ პროგრას არ არ ჩაწერთ.
იხილეთ ასევე: დეტალური ინსტრუქცია ეროვნულ გამოცდებზე დასარეგისტრირებლად
ეროვნულ გამოცდებზე საგნის მაქსიმალური ქულები ცნობილია
2022 წლის აბიტურიენტთა ცნობარი გამოქვეყნდა