მათემატიკის გამოცდაზე აბიტურიენტმა მინიმუმ 11 ქულა უნდა დააგროვონ - რა უნდა იცოდეთ წინასაგამოცდოდ
15-02-2022
რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა მათემატიკის გამოცდის შესახებ, რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად და რამდენია მინიმალური ბარიერი - აღნიშნულ კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს. 

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ არ არის საჭირო მოცემულობის გადაწერა, პირდაპირ შეგიძლიათ დაიწყოთ ამოცანის ამოხსნის პროცესი.

აბიტურიენტმა ყურადღება უნდა მიაქციოს
იმას, რომ პასუხი მისთვის განკუთვნილ ადგილას ჩაწეროს და არა სხვა გრაფაში. ასევე, თუ აბიტურიენტი შემოიტანს ახალ ცვლადებს, მან უნდა განმარტოს, რას აღნიშნავს ამა თუ იმ ცვლადით. ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ, ასევე ამოცანების გამოყვანის ნიმუშები და თქვენთვის მნიშვნელოვანი ყველა სხვა ინფორმაცია იხილეთ კრებულებში.

წელს მათემტაიკის საგამოცდო ტესტში ცვლილებები არ შესულა, თუმცა 2021 წლის ეროვნული გამოცდის მათემატიკის ტესტის სტრუქტურა შეიცვალა. ტესტი შედგება 35 ამოცანისგან. აქედან პირველი 27 ამოცანიდან თითოეულს თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. ტესტის ამ ნაწილში თითოეული ამოცანა ფასდება 1 ან 0 ქულით. 1 ქულა იწერება სწორი პასუხის მითითებისთვის. ამოცანებში ოცდამერვედან ოცდამეთხუთმეტეს ჩათვლით დადებითი შეფასების მისაღებად საკმარისი არ არის მხოლოდ სწორი პასუხის მითითება - აუცილებელია ამოცანის
ამოხსნის სრული გზის ჩაწერაც. ტესტის ამ ნაწილის პირველი ორი ამოცანა ფასდება 2 ქულით, შემდეგი ოთხი ამოცანა - 3 ქულით, ხოლო ბოლო ორი ამოცანა - 4 ქულით.

საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა არის 51. მინიმალური კომპეტენციის გადასალახად აბიტურიენტმა უნდა მოაგროვოს არანაკლებ 11 ქულა (ტესტის მაქსიმალური შესაძლო ქულის 20%-ზე მეტი).

იხილეთ: 2022 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები საგნების მიხედვით 

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203