საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 2 კვირით დახურვის შესახებ დამატებითი განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ სკოლების სრულად დახურვის შესახებ მთავრობას გადაწყვეტილება არ მიუღია, აღნიშნული ინფორმაცია კი სიმართლეს არ შეესაბამება:
„სკოლებთან მიმართებაში მსგავსი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე არ მიგვიღია; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით კვლავ მუშაობს ჰიბრიდული რეჟიმი... გადაწყვეტილებას იღებენ სკოლის ხელმძღვანელობა, განათლების სამინისტრო და ჯანდაცვის უწყებები - თუ რომელი სკოლა ან კლასი გადადის ონლაინ რეჟიმზე; საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 კვირით სკოლების დისტანციურზე გადასვლის ინფორმაცია არ არის სწორი“.
იგივე მიდგომა ვრცელდება სააღმზრდელო დაწესებულებებთან დაკავშირებით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით, ბაღები წერტილოვანი შეზღუდვების ფონზე ფუნქციონირებს.