„ვებინარი დაეხმარება პედაგოგებს, შეადგინონ კომპლექსური დავალებები“ - მასწავლებლის სახლი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 22 თებერვალს, 19:00 საათზე გეოგრაფიის მასწავლებლებს სთავაზობს ვებინარს თემაზე – „საქართველოს ბუნების ღირსშესანიშნაობები“. ონლაინ ღონისძიებას ცენტრის გეოგრაფიის ექსპერტ-კონსულტანტი მაია ბლიაძე გაუძღვება, ვებინარის სტუმარი კი, გეოგრაფიის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, გიორგი დვალიშვილი იქნება.
ვებინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე იშვიათ და უნიკალურ ბუნების ძეგლებს – მღვიმეებს, ხეობებს, ტბებს, კანიონებს, სვეტებს და სხვა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მდგომარეობით (IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით) ქვეყნის მასშტაბით ასეთი 41 ბუნების ძეგლია.
ვებინარი დაეხმარება მასწავლებლებს, შეადგინონ საინტერესო კომპლექსური დავალებები და სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის განხორციელებით საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეებისთვის უფრო მრავალფეროვანი გახადონ.
იხილეთ ონლაინ შეხვედრის
ბმული