ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის IV კლასში მუსიკაში შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა.
შემეცნებითი გაკვეთილის თემა ქართული ხალხური საკრავები იყო, ( მასწავლებელი ელისო ჩუბინიძე), მიზანი კი მუსიკალური ინსტრუმენტების გარჩევა მათი გარეგანი ნიშან-თვისების მიხედვით, ვოკალური უნარ-ჩვევების განვითარება და მუსიკის მოსმენა,ანალიზის, ტემბრის აღქმა.
განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია ქართული ხალხური საკრავების შესახებ ინფორმაციის მოძიებამ ტექნოლოგიების გამოყენებით, გაკვეთილს თან ახლდაქართული ხალხური საკრავების სლაიდშოუ.
გაკვეთილზე გაჟღერდა ცოცხალი მუსიკა ფანდურისა და გიტარის თანხლებით. პატარებმა დიდი ხალისით დაუკრეს და შეასრულეს სიმღერები ,,ჩონგური“ და ,,აჭარული“, დახატეს მუსიკალური საკრავები. გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა და პატარებმა გაკვეთილის ბოლოს გააკეთეს კრიტიკული შეაფასება და თვითშეფასება საგაკვეთილო პროცესში ჩართულობაზე.
იხილეთ ფოტოები