დიფერენცირებული სწავლება იწყება - სამინისტროს განმარტება
18-02-2022

2023 წლიდან სავარაუდოდ სკოლებში დიფერენცირებული ანუ ე.წ. პროგრამული სწავლება დაიწყება. აღნიშნული სიახლის დანერგვის შემდეგ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, საშუალო საფეხურზე, საკუთარი ინტერესების მიხედვით აირჩიონ პროფილი, მიმართულება, რომელსაც უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან.

უფრო კონკრეტულად კი, იგეგმება ჰუმანიტარული, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების გაყოფა, რათა მოსწავლეებმა საკუთარი ინტერესების მიხედვით შეძლონ შესაბამისი მიმართულების არჩევა. თუმცა ეს რომელიმე საგნის ამოღებას არ ნიშნავს. საბაზისო უნარებს, რაც მაგალითად, მათემატიკაშია საჭირო, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე მყოფი მოსწავლეც ისწავლის.

როგორც Etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს ეს ცვლილება იმ მოსწავლეებს შეხება, ვინც პროგრამის დაწყების დროისთვის მე-10 კლასში იქნება.

„ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, მომავალ წელს დაიწყება მე-10 კლასიდან მხოლოდ, მერე მოყვება შემდეგ წელს მე-11 და შემდეგ მე-12 კლასი.  ამჟამად დამამთავრებელ კლასში მყოფ მოსწავლეებს ეს ცვლილება არ ეხება. დაახლოებით ასეა დაგეგმილი, რომ 2023 წლიდან სკოლებში ეს ცვლილება განხორციელდება“, - განაცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

დიფერენცირებული სწავლება ნიშნავს სასწავლო პროცესის მორგებას მოსწავლეთა საჭიროებებზე. ერთ კლასში მყოფი განსხვავებული მიღწევების მოსწავლეთა განსხვავებულად სწავლებას. იგი ითვალისწინებს ერთი კლასის მოსწავლეების დაჯგუფება-დაყოფას. ამგვარი სწავლების მიზანია, რომ თითოეულმა მოსწავლემ მიაღწიოს საუკეთესო შედეგს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203