ახალციხის N3 საჯარო სკოლაში „მშობლიური ენის დღე“ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით აღნიშნეს
22-02-2018
ახალციხის N3 საჯარო სკოლაში „მშობლიური ენის საერთაშორისო დღე“ ქართულ და სომხურ ენებზე შესრულებული სიმღერებით, ლექსებითა და მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა სომხური ტრადიციები გააცოცხლეს და სტუმრებს სომხური სამზარეულო გააცნეს.

21 თებერვალი „მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ“, 1999 წელს იუნესკომ დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან, ეს დღე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203