შუხუთის საჯარო სკოლის VIII კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა შემოქმედებითი პრაქტიკული კონფერენცია ჩაატარა
შუხუთის საჯარო სკოლის VIII კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნანული ჯორბენაძემ, შემოქმედებითი პრაქტიკული კონფერენცია ჩაატარა. კონფერენცია თემაზე : „დავით აღმაშენებელი- ქვეყნის ღირსეული მესაჭე“ მიმდინარეობდა.
კონფერენციის მიზანი იყო: მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა, საქართველოს ისტორიაში ცოდნის გაღრმავება და გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავება. მოტივირებულმა მოსწავლეებმა, საინტერესო ისტორიული ფაქტები, პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს.
დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა, სკოლის დირექტორმა, იაკობ ფირცხალაიშვილმა, რომელიც პროფესიით ისტორიკოსია. დასასრულს, მოსწავლეებმა წაიკითხეს დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ლექსები.
იხილეთ ფოტოები