მშობელი, რომელიც ბაღის ცხოვრებაში აქტიურად არ მონაწილეობს პატივისცემას არ იმსახურებს - როგორ თანამშრომლობენ იაპონელი დედები და მამები ბაღებთან
28-07-2022
ითვლება, რომ საბავშვო ბაღი არსებობს იმისთვის, რომ მშობლებმა მუშაობისა და ყოველდღიური საქმეებისთვის დრო გამოითავისუფლონ, მაგრამ არა იაპონიაში. ამ ქვეყანაში დედები და მამები შეთანხმებას დებენ და იურიდიულად ამოწმებენ მუდმივ ჩართულობას სკოლამდელი დაწესებულების ცხოვრებაში. მოვალეობებგან თავის არიდება კი ოჯახის რეპუტაციაზე აისახება.

რას აკეთებენ იაპონელი მშობლები საბავშვო ბაღისთვის?

იაპონიის საბავშვო ბაღებში მშობელთა კომიტეტი არსებობს, რომლის წევრთა მოვალეობები საკმაოდ ბევრია.

მშობელთა კომიტეტი კი ნაწილდება:

  • მშობელთა მთავარ კომიტეტად;
  • ბიბლიოთეკაში სამუშაო ჯგუფებად;
  • გამწვანების ჯგუფებად და ა.შ. 
არჩეული მიმართულებიდან გამომდინარე მშობელი თვეში ერთიდან 12 დღემდე დაკავებულია. მთავარი კომიტეტის წევრები ბაღის საქმეებში მთელი თავით არიან ჩართულნი და მრავალრიცხოვან საორგანიზაციო და ბუღალტრულ საკითხებს წყვეტენ. სანაცვლოდ კი ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან პატივისცემას იმსახურებენ. 

ბაღებში მშობლებს შვილების აღზრდის, სკოლისთვის მომზადების, კვებისა და წიგნიერების შესახებ ლექციებს უტარებენ. მაგრამ ესეც არასაკმარისია, იმისთვის რომ პატივსაცემი იაპონელი მშობელი იყო. მშობლები ბავშვებს ეჯიბრებიან სპორტულ ღონისძიებებზე, დადიან პიკნიკებზე და ა.შ. 

საბავშვო ბაღის ღონისძიებებისთვის მოსამზადებელი საქმიანობა იყოფა - „დედების“ და „მამების“ საქმეებად.

დედები:

  • ორგანიზებას უწევენ თოჯინების თეატრს;
  • თავად იგონებენ სპექტაკლების სცენარებს;
  • ამზადებენ დეკორაციებს;
  • ახარისხებენ და აწესრიგებენ წიგნებს ბიბლიოთეკაში;
  • ორგანიზებას უკეთებენ მოძრავ თამაშებს.
აქტიური მამების გაერთიანების წევრების მოვალეობაში კი შედის:

  • ტერიტორიის დალაგება;
  • ხელნაკეთობების შექმნა;
  • სადღესასწაულო დეკორაციებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა.
განსაკუთრებული როლი ენიჭებათ მამებს ზამთრის ბრინჯის ნამცხვრის ფესტივალზე - მოტიცუკი ტაიკაიზე: ფესტივალის დროს მოხარშულ ბრინჯს მძიმე ხის ჩაქუჩებით სპეციალურ სანაყში ნაყავენ. სწორედ ამით არიან დაკავებულნი მამები. 

მშობელთა კრებაზე დასწრება კი ყველა მშობლის ვალია. ​ერთ-ერთი მშობლის ავადმყოფობა, სამსახურს გამო მოუცლელობა ან სხვა მიზეზები კრების გასაცდენად საპატიოდ ვერ ჩაითვლება. მიუხედავად იმისა, რომ მშობელთა საქმიანობა ნებაყოფლობითად ითვლება, ნაკლებად აქტიურ მშობლებს იაპონურ საზოგადოებაში რიყავენ. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203