ცვლილება 34 317 მოსწავლეს შეეხება - ორშაბათიდან სკოლებში ბავშვების რაოდენობა მოიმატებს
18-02-2022
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ონალინ სწავლებაზე გადასული მოსწავლეების რიცხვი შემცირებულია, ამასთან რამდენჯერმეა გაზრდილი სკოლაში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა.

ხუთშაბათს, 17 თებერვალს სწავლის დისტანციური მოდელი 8992-მა მოსწავლემ აირჩია, ხოლო ონლაინიდან საკლასო ოთახში დაბრუნების გადაწყვეტილება 25325-მა მოსწავლემ მიიღო.

ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. 

იხილეთ: დღეს თუ ონლაინზე გადახვედით, პარასკევს „არა“ დაგეწერებათ
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203