ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტზე ციხისძირის სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს
საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტმა 17-18 და 19 თებერვალს უმასპინძლა „ევროკავშირის ახალგაზრდული სამიტი 2018-ს”.
➤ პროექტი ემსახურებოდა - ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და პოლიტიკის სიმულაციას, რომელმაც საქართველოს მასშტაბით გაერთიანა მოტივირებულ ახალგაზრდებს და მისცა მათ შანსი : გაეღრმავებინათ კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები! გაეღრმავებინათ ლიდერული უნარ-ჩვევები! დაუფლებოდენ საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას! გაცნობოდნენ ევროკავშირის ინსტიტუტების მოდელს, პოლიტიკასა და აქტუალურ,პრობლემატურ, გლობალურ საკითხებს!
➤პროექტის მსვლელობისას დელეგატები მათი ინტერესის მიხედვით გადანაწილდენ შემდეგ "კომიტეტებში" (სამუშაო ჯგუფებში) :ევროკავშირის ახალგაზრდულ სამიტზე წარმოდგენილი იქნა :‣ ევროპული კომისია‣ ევროპის ცენტრალური ბანკი.‣ ევროინტეგრაციის კომიტეტი‣ ევროპის პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტის დელეგატები გახლდათ ციხისძირის სკოლის აქტიური მოსწავლეები--მარიამ გაბაიძე, გიორგი დუმბაძე, ლანა ბეჟანიძე დაგვანცა ვარშანიძე.‣ევროპის პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტის დელეგატი, გიორგი დუმბაძე გახდა გამორჩეული დელეგატი და მიიღო საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის სპონსორების საჩუქრები.
ავტორი: ციხისძირის საჯარო სკოლის პედაგოგი, დალი თურმანიძე
იხილეთ ფოტოები