განათლების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა პარლამენტში, სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი წამოჭრა და მინისტრის საათის ფარგლებში, ფინანსთან მინისტრს ლაშა ხუციშვილს, შეახსენა, რომ საქმე ეხება ათასობით სკოლას და საბავშვო ბაღს.
„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ეხება სკოლამდელი განათლების საფეხურზე ბაღებში სწავლა-სწავლების და ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასეთივე რეფორმა იწყება სკოლებთან მიმართებაში, შესაბამისად საქმე ეხება ათასობით სკოლასა და საბავშვო ბაღს.
უშუალოდ, 2022 წელი მეტწილად დაკავშირებული არის სხვადასხვა რეგლამენტით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე განსაზღვრულ კონკრეტულ სახსრებს ეხება, თუმცა მომდევნო წლები, 2026 წლამდე მაგალითად სკოლებთან მიმართებაში იქნება ძალიან აქტუალური და მოითხოვს მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრების მოძიებას განათლების ხარისხის, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით“, - განაცხადა ტალიაშვილი.