როგორ უნდა დასაქმდეთ საბავშვო ბაღში?
04-03-2022

თუ საბავშვო ბაღში დასაქმება გსურთ და არ იცით რა ეტაპები უნდა გაიაროთ, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა.

როგორც თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე ვკთხულობთ, საბავშვო ბაღებში ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში, ბაღების სააგენტო პერიოდულად კონკურსს აცხადებს. ეს კონკურსი ელექტრონულია და აპლიკანტმა განაცხადი მითითებული ინსტრუქციების მიხედვთ უნდა შეავსოს. სხვა შემთხვევაში, წლის განმავლობაში პერიოდულად არსებული ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, მსურველები მიმართავენ სააგენტოს კადრების განყოფილებას, სადაც წარადგენენ პირად დოკუმენტაციას. ასევე, მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ სააგენტოს ვებგვერდზე: http://kids.org.ge/ge/vakansia.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების ველებში უნდა ჩაწეროთ მხოლოდ ციფრები, სხვა შემთხვევაში რეგისტრაციას ვერ გაივლით.

ასევე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო არსებული ვაკანსიებისა და საკადრო რეზერვის შევსების მიზნით, დასაქმების მსურველების განცხდებებსაც იღებს. განაცხადი ელექტრონულად შემდეგ ბმულზე უნდა შეავსოთ: http://docs.kids.org.ge/extras/vacancy/

მნიშვნელოვანია, რომ დარეგისტრირებისას თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია სწორად მიუთითოთ, რათა შერჩევის შემთხვევაში დაკავშირება შეძლონ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203