რომელ უცხოურ ენას ვერ ჩააბარებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?
21-02-2022
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება აქტიურ ფაზაში გადადის. აბიტურიენტებს სულ უფრო მეტი კითხვა უჩნდებათ საგამოცდო საგნებთან და საკითხებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, აბიტურიენტებისთვის, 3 სავალდებულო საგნის ჩაბარებაა აუცილებელი, გარდა ჯანდაცვის მიმართულებისა, სადაც აპლიკანტებს 4 საგნის ჩაბარება უწევთ. სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნებს შორისაა უცხოური ენა, სადაც აბიტურიენტებს არჩევანის საშუალება აქვთ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით აბიტურიენტებს, ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე შეუძლიათ აირჩიონ 4 უცხოური ენიდან ერთ-ერთი: ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული.
აღსანიშნავია, რომ აპლიკანტებს სხვა უცხოური ენის ჩაბარების შესაძლებლობა არ აქვთ.
ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიგცხადეს. ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებლად აბიტურიენტებისთვის უახლოეს მომავალში არ იგეგმება სხვა უცხოური ენის დამატება.