სასკოლო ცხოვრება მუდმივი სიახლეების ფონზე ვითარდება. ახალი გადაწყვეტილებები და ცვლილებები ყოველდღიურობად იქცა. შესაბამისად სკოლების დირექტორები მუდმივად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არიან ჩართული.
Etaloni.ge ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს მაყვალა სოსელიას მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?
- არა მგონია მიმზიდველი იყოს ახალგაზრდებისთვის პედაგოგის პროფესია. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ პროფესიის არჩევისას არავინ არ ასახელებს პედაგოგობას.
- თქვენი აზრით, რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?
- კადრების დეფიციტი ნამდვილად არ არის. ვაკანსიის გამოცხადებისას ბევრი გამოხმაურება იყო შესაბამის ვაკანტურ ადგილებზე.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?
- გამოცდებით შეფასება შეიძლება დასახვეწია, მაგრამ გამოცდების ჩაბარება რომ არ აუმჯობესებს გაკვეთილის ჩატარების ხარისხს ეს ნამდვილად ასეა.
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?
- დისტანციური სწავლება არ არის შედეგიანი.
- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?
- პანდემიამ პირველ რიგში როგორც ადამიანს მასწავლა ცხოვრებისა და ჯანმრთელობის ფასი. როგორც დირექტორმა კი ყველაფერს შევხედე სხვა რაკურსით.