რომელი საკანონმდებლო აქტები უნდა იცოდნენ თბილისის ბაღში დასაქმებულმა აღმზრდელებმა?
ადამიანები, ვისაც თბილისის ბაღში აღმზრდელად მუშაობა უნდათ, სხვადასხვა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ. მაგალითად, სასურველია, რომ მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჰქონდეთ. ასევე უმაღლესი განთლება ან პროფესიული პედაგოგიური განათლება მოეთხოვებათ.
გარდა ამ კრიტერიუმებისა, როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, დასასაქმებელმა პირებმა საჭიროა, რომ ზოგიერთი საკანონმდებლო აქტი იცოდნენ.
ეს საკანონმდებლო აქტებია:
- საქართველოს კონსტიტუცია (1, 2 თავი);
- საქართველოს კანონი - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;
- საქართველოს მთავრობის №488 დადგენილება აადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი;
- საქართველოს მთავრობის №437 დადგენილება- „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“;
- მთავრობის დადგენილება №478 – „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“;
- ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები (ეროვნული სასწავლო გეგმების ბიბლიოთეკა2013);
- ბავშვის განვითარების თეორიები - კოგნიტური და მეტყველების სფეროს განვითარება, პიროვნულ- სოციალურ - ემოციური განვითარება, ფიზიკური განვითარება (შესაძლო წყაროები: ლორა ბერკი -„ბავშვის განვითარება“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა 2010; საბავშვი ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო; ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი 2011);
- ადრეული განათლების ფსიქოლოგია (შესაძლო წყაროები:ანიტა ვულფოლკი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა, თბილისი 2009; საბავშვი ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო; ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი 2011);
- ქ.თბილისის მთავრობის დადგენილება N13-52 „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მოსახურების მიწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდის და განათლებისმომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურეობრივი ინსტრუქციების, ქცევის და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“;
- გაეროს „ბავშვთა უფლებათა კონვენცია“.