განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ახალქალაქის მუნიციპაიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორ ზოია ნაზარიანს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?
- ვფიქრობ, რომ დღევანდელ პირობებში ახალგაზრდა თაობას დიდ არ აინტერესებს პედაგოგის პროფესია. მათ უფრო აინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიები.
- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?
- ჩვენ სკოლას დღეისათვის არ აქვს კადრების დეფიციტი, იმედია სხვა სკოლების კადრების დეფიციტი მალევე შეივსება.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?
- დიდი იმედებით ველოდები ზაფხულის გამოცდებს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი წარმატებით დამთავრდება.
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ ზოგადად?
- დისტანციური სწავლა პანდემიის დროს სასწავლო გეგმის შეუფერხებლად შესრულებისათვის კარგი საშუალებაა, მაგრამ ის ჩვეულ ფორმატში სწავლებას ვერ უტოლდება.
- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?
- პანდემიამ გვასწავლა უკიდურესი წესრიგის, სისუფთავისა და ჰიგინეის დაცვა.