კარიერული წინსვლის ახალ სქემაზე თამარ მახარაშვილი მუშაობს
23-02-2022

მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები ჯერ კიდევ 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში უნდა შესულიყო, ყოველ შემთხვევაში, მასწავლებლის სახლი ამაზე აქტიურად საუბრობდა, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სასწავლო წელი ნელ-ნელა იწურება, სქემა არ შეცვლილა. მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ განმარტა, ეს საკითხი დღის წესრიგში ახლაც დგას და მასზე განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, კომისიასთან ერთად მუშობს.

„თამარ მახარაშვილთან ერთად, შექმნილია კომისია, რომელიც მუშაობს მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა შუკიკძემ, თუმცა ჯერჯერობით კვლავ უცნობია, კონკრეტულად რა შეიცვლება ამ მიმართულებით ან როდისთვის იქნება მზად აღნიშნული დოკუმენტი.

იხილეთ ასევე:

„კომისია ალბათ 1-2 თვეში მიიღებს რეგულირების წესის საბოლოო ვერსიას“ - ბერიკა შუკაკიძე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203