ქვემო აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ პრეზენტაციის თემად „გლობალური დათბობა“ შეარჩია
ქვემო აკეთის სკოლის IX- კლასის მოსწავლემ, სალომე გეგიძემ საინტერესო პრეზენტაცია მოაწყო. სალომემ პრეზენტაციისთვის თემად „გლობალური დათბობა“ შეარჩია.
პრეზენტაცის მიზანი ანალიტიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა, კონკრეტული ქმედების მიზეზისა და შედეგების გამოყოფა იყო. პრეზენტაციას სკოლის დირექცია პედაგოგ -მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. დასასრულს კითხვა- პასუხი გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორი კლასის დამრიგებელი ლელა გოგელია იყო.
იხილეთ ფოტოები