„პედაგოგის პროფესია ახალგაზრდა თაობისთვის მიმზიდველია“ - მიხეილ დევაძე, ბროლოსნის საჯარო სკოლის დირექტორი
23-02-2022

განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის დირექტორ მიხეილ დევაძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- ჩემი აზრით, პედაგოგის პროფესია მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის, ვინაიდან სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს პედაგოგის პიროვნულ, სოციალურ და პროფესიულ განვითარებაზე. ამჟამად, ახალგაზრდების უმეტესობა ირჩევს პედაგოგის პროფესიას.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ?

- განათლების სისტემაში მართლაც აღინიშნება დეფიციტი გარკვეულ საგნობრივი ჯგუფების მიმართულებით, რაც ნათლად ჩანს მასწავლებლის ვაკანსიის ვებგვერდზე.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- მიმაჩნია, რომ დროის სიმცირის გამო მასწავლებელი სრულყოფილად ვერ გაეცნობა და დაამუშავებს წარმოდგენილ სასწავლო მასალას.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლების დროს სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება ამრავალფეროვნებს გაკვეთილს, ვინაიდან მასწავლებელს აქვს საშუალება გააზიაროს და მოსწავლეებს გადაუგზავნოს სხვადასხვა ელექტრონული რესურსი. მოსწავლეთა მოტივაცია გაზრდილია.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- სკოლის დირექტორის მხრიდან საჭიროა სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა ეფექტური მართვა, ზრუნვა და ხელშეწყობა, რათა სასწავლო პროცესი წარიმართოს წარმატებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203