„როგორც დირექტორს, ​პანდემიამ პროცესების უკეთ მართვა მასწავლა“ - გოჩა გათენაძე, ზვარეს საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
23-02-2022

განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის დირექტორ გოჩა გათენაძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- პედაგოგის მნიშვნელობის განსაზღვრას და მათდამი დამოკიდებულებას ხელს უწყობს საზოგადოებაში შექმნილი შთაბეჭდილებები, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება არსებობდა პედაგოგის პროფესიაზე დღეს რადიკალურად არის შეცვლილი მისდამი წარმოდგენები, თუმცა ჯერ კიდე რჩება საზოგადოებაში აბსურდული კითხვები: რას ვაკეთებთ, რატომაა ჰარმონიული დამოკიდებულება მოსწავლე მასწავლებელს შორის, რატომ არ ხდება მოსწავლეთა დაშინება და ა.შ. ფაქტია, რომ დრეს პედაგოგებისადმი სახელმწიფო ყურადღებამ (ხელფასის მატებამ, მეტმა ჩართულობამ, რესურსების ხელმისაწვდომობამ) გამოიწვია მოსწავლეთა დაინტერესება ამ პროფესიაში.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- ზომიერადაა, უბრალოდ მეტი გადასამზადებელი სივრცე უნდა იყოს დათმობილი მათთვის. 

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- მნიშვნელოვანი და აუცილებელია ზემოთ ხსენებული მეორე პასუხის მიხედვით. 

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ ზოგადად?

- იყო გამოწვევა და გრძელდება ასე, თუმცა ხარისხი მინიმალურია შესაბამისად შედეგიც არასახარბიელო.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- პროცესების უკეთ მართვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203