„ნაეკი“ სტუდენტებისთვის გამოცდაში მონაწილეობის საფასურის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
23-02-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებისთვის გამოცდაში მონაწილეობის საფასურის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

თანხის დაბრუნების შესახებ განაცხადით სტუდენტებმა ცენტრს 24 თებერვლის 10:00 საათიდან 24 მარტის 18:00 საათამდე უნდა მიმართონ.

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად დაუბრუნდებათ თუ: პირი  რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა გამოცდაზე; გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება ან არ გამოცხადდა გამოცდაზე.

განაცხადზე თანდასართველი დოკუმენტების სია:

ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები (ბანკის კოდი, 22 სიმბოლოსგან შემდგარი ანგარიშის ნომერი და ანგარიშის მფლობელის გვარი და სახელი);

აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი.

შესავსები განაცხადის ფორმა 

განცხადება უნდა წარმოადგინოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge. იმისათვის, რომ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსულ კორესპონდენციებს მიეცეს მსვლელობა, განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი და დასკანერებული.

თანხა ანგარიშზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203