- მასწავლებლის პროფესია დღეს უფრო მიმზიდველი და პრესტიჟული გახდა, ვიდრე იყო.
- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?
- განათლების სისტემაში დეფიციტია საბუნებისმეტყველო და მათემატიკის საგნების მასწავლებლების.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?
- გამოცდის პროგრამა საკმაოდ მოცულობითია.
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?
- დისტანციური სწავლების ხარისხი გაიზარდა, ვინაიდან მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა ტექნოლოგიების ფლობის მიმართულებით აემაღლებინათ თავიანთი კვალიფიკაცია.
- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?
- პანდემიამ როგორც სკოლის დირექტორს მასწავლა საჭიროებებზე კიდევ უფრო სწრაფი და ადეკვატური რეაგირება.