„ამ თაობისთვის პროფესია მასწავლებელი აღარ არის მიმზიდველი“ - სოფია მანუკიანი, პატარა პამაჯის საჯარო სკოლის დირექტორი
23-02-2022
განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლის დირექტორ სოფია მანუკიანს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.


- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- ამ თაობისთვის პროფესია მასწავლებელი ჩემი აზრით აღარაა მიმზიდველი, იმიტომ რომ მასწავლებლობა გაუფასურდა.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?
- დღეს თითქოს კადრების დეფიციტი არ იგრძნობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მალე შეიქმნება დეფიციტი (რამდენიმე საგანში). ვინაიდან მასწავლებლობა ჩემს ირგვლივ აღარავის უნდა.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?
- ვფიქრობ, რომ მასწავლებელს კომპეტენცია გამოცდით არ უნდა ენიჭებოდეს. მისი კომპეტენცია უნდა განისაზღვროს მოსწავლის ცოდნით, გაკვეთილის ჩატარებით, მიდგომებით, მეთოდებით.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?
- არ მომწონს და უარყოფითად ვაფასებ დისტანციურ სწავლებას, იმიტომ, რომ მოსწავლეებს უჭირთ დისტანციურად სწავლა. დისტანციური სწავლების დროს ისინი ბევრ პრობლემების წინაშე დგებიან.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?
- მე როგორც დირექტორს პანდემიამ უფრო პასუხისმგებლობის გრძნობა მომიმატა, უსაფრთხოების გრძნობა, დროის სწორად გამოყენება, რეგულაციების დაცვა და სხვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...