მუხრანის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „ბური“ -ს წევრებმა და პედაგოგებმა საქართველოში ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი საწარმო "LIDEღFOOD" (ლიდერფუდი) დაათვალიერეს.
საწარმოს მეპატრონემ - დავით ზეიკიძემ (გენერალი, ბიზნესმენი, ქველმოქმედი, კლუბ "ბურის" მრავალი აქტივობის, ღონისძიების და პროექტის დამფინანსებელი) სტუმრებს დაათვალიერებინა საწარმოს ახალი შენობა, რომელიც სრულიად თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი დანადგარებით და მოწყობილებებითაა აღჭურვილი.
მოსწავლეებმა ხალისით დააათვალიერეს საწარმო. ნახეს როგორ მზადდება პროდუქტი, როგორ იფუთება და გადის სარეალიზაციოდ.
საწარმოს დათვალიერების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს ბატონი დავითი ხალისიანად პასუხობდა. მან მოსწავლეებს მოუწოდა სკოლის დამთავრების შემდგომ სწავლა გააგრძელონ ისეთი პროფილით, რომ შემდგომში იოლად დასაქმდნენ "LIDERFOOD" -ში.
დასასრულს გაიმართა ალაფურშეტი. სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეები დიდ მადლობას უხდიან ბატონ დავითს ასეთი გულთბილი მასპინძლობისთვის.
იხილეთ ფოტოები