- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ ?
- დღევანდელობაში პედაგოგის პროფესიამ წამოიწია წინ და, ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობისათვის ფრიად მიმზიდველი გახდა, რადგან დღევანდელ სკოლაში ძალიან ბევრი სიახლე ხორციელდება, ბევრი გამოწვევაა.
- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?
- ვფიქრობ, დღეს კადრების დეფიციტთან არ გვაქვს საქმე, რადგანაც მოქმედი პედაგოგები ცდილობენ კვალიფიკაციის ამაღლებას, ხოლო დღევანდელი უმაღლესი სასწავლებლები უკვე უშვებენ მომზადებულ კადრებს.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?
- ვფიქრობ, ეს გამოცდა იქნება დროული და ძალიან ეფექტური.
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?
- დისტანციური სწავლება ჩვენთვის და არამარტო ჩვენთვის, მთელი საქართველოსთვის, იყო გამოწვევა.პირველ ეტაპზე მან გამოიწვია ბევრი დაბნეულობა და ხარვეზი, რაც ამ ორი წლის მანძილზე, ვფიქრობ, დავძლიეთ და ჩვეულებრივ მოვლენად იქცა დღევანდელ ცხოვრებაში.
- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?
- პანდემიამ მასწავლა,რომ უფრო დავაფასოთ სიცოცხლე, გავუფრთხილდეთ არამარტო ჩვენს, არამედ, გარშემო მყოფ ადამიანების ჯანმრთელობას. შევძლო უფრო მარტივად და უმტკივნეულოდ მოვახდინო ადაპტაცია ახალ გამოწვევებთან.