რას არ ითვალისწინებენ მშობლები ბავშვის ბაღში მიყვანისას
06-03-2022
იმისათვის, რომ მცირეწლოვანმა ბავშვებმა საბავშვო ბაღში წარმატებას მიაღწიონ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ის, რაც ბავშვმა იცის, არამედ ისიც, თუ როგორ ვითარდება ემოციურად, ფიზიკურად და სოციალურად. წარმატება მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ბავშვს განვიხილავთ არა მხოლოდ მის ერთ, რომელიმე მხარეს.

„როგორც საბავშვო ბაღის მასწავლებელს და სამი სკოლამდელო ასაკის ბავშვის ბებიას, მესმის რა ზეწოლას განიცდიან მშობლები და მასწავლებლები, როდესაც საქმე ბავშვის წარმატებას ეხება. ჩვენ ვუზღუდავთ ბავშვებს სათამაშო დროს, გვინდა მეტი აკადემიური ცოდნა მივცეთ, რომ მოვამზადოთ პირველი საფეხურებისთვის, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს მზადყოფნა არ იძლევა საბავშვო ბაღში მათი წარმატების გარანტიას“, - აცხადებს ერთ-ერთი ბაღის აღმზრდელი.

არსებობს შეფასების მრავალი ხერხი, რომელთაც ხშირად იყენებენ ბავშვის ბაღისთვის მზადყოფნის შესაფასებლად. ბავშვმა შეიძლება ამ დროს აჩვენოს მაღალი ქულები, რაც მშობლებს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათი შვილი ბაღისთვის მზად არის.

თუ ბავშვი კამაყოფილებს ასაკობრივ მოთხოვნას, მაშინ მიიჩნევა, რომ ის „მზად არის“ საბავშვო ბაღისთვის, იმის მიუხედავად აქვს თუ არა მას სოციალური, ემოციური, ფიზიკური და შემეცნებითი მზაობა.

როგორც კი ფიქრი ბაღისთვის სამზადისზე იწყება, აქცენტს ვაკეთებთ საკითხზე, რაც სუბიექტურად მიგვაჩნია, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს, იმის ნაცვლად რომ მივცეთ შესაძლებლობა განაგრძოს წარმატების მოპოვება განვითარების უნარების მთელს სპექტრში, რაც ნამდვილად საჭიროა მისთვის წარმატების მისაღწევად.

ყველაზე მეტი, რისი გაკეთებაც მცირეწლოვან ბავშვებისთვის საბავშვო ბაღში წარმატების მისაღწევად შეგვიძლია, არის თამაშის დროის გაზრდა, რათა ბავშვმა შეძლოს განვითარების ყველა სფეროში უნარების დაუფლება. თამაშის საშუალებით მცირეწლოვანი ბავშვები ივითარებენ იმ უნარებს, რომლებიც მათ სჭირდებათ საბავშვო ბაღში წარმატების მისაღწევად. თამაშის საშუალებით ისინი სწავლობენ სხვებთან ურთიერთობას, უმკლავდებიან მდგომარეობას, როცა საქმეები ისე არ მიდის, როგორც მოსალოდნელი იყო, ივითარებენ თავდაჯერებულობას, სწავლობენ თვითრეგულირებას, ძირითადი და რთული ძირითადი ცნებების გაგებას, კარგ გადაწყვეტილებებს, აფართოებენ ლექსიკას, ზრდიან მოსმენის უნარს და იძენენ სწავლისადმი სიყვარულს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203