2022 წელი ბათუმისათვის მნიშვნელოვანი მოვლენით დაიწყო. „გამომცემლობა აჭარამ“ გამოსცა წიგნი „ანგელოზების სამყაროში“.
წიგნში გადმოცემულია ბათუმში არსებული 33 საბავშვო ბაღის ისტორია, საბავშვო ბაღში მოღვაწე ადამიანების ლიტერატურული შემოქმედების ნაწილი, პატარების კურიოზები, სხარტულები, განსხვავებული ინტელექტის ბავშვების ისტორიები და ფოტოგალერეა საბავშვო ბაღების ცხოვრებიდან. ეს წიგნი კარგი საჩუქარია საზოგადოებისათვის და ჩვენი პატარებისათვის.
ნაშრომი დიდად შეუწყობს ხელს შემოქმედებითად მოაზროვნე, გამჭრიახი, ნათელი გონებითა და ნიჭიერებით გამორჩეული, პატრიოტი და ჰუმანიზმით განმსჭვალული მამულიშვილების აღზრდას.