დამრიგებლებმა დირექციისგან მითითება მიიღეს - დოკუმენტი ელფოსტით უნდა გადაიგზავნოს
24-02-2022

ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში პანდემიის მე-6 ტალღა გადავლილია, კოვიდის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაც იკლებს, თუმცა სკოლებში კვლავ არაერთგვაროვანი ვითარებაა - ნაწილი დისტანციურ სწავლებაზეა, ნაწილში ჰიბრიდული მოდელი მოქმედებს. მოსწავლეებიც, არსებული ვითარების გათვალისწინებით, გაკვეთილებს ხშირად აცდენენ. მართალია, ჯერჯერობით უცნობია, გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდები როდის ჩატარდება ან ჩატარდება თუ არა, მაგრამ ფაქტია, დირექცია სკოლებში გაცდენების კონტროლის მექანიზმს ამკაცრებს.

როგორც Etaloni.ge-ს არაერთმა პედაგოგმა აუწყა, კლასის დამრიგებლები უკვე გაფრთხილებულები არიან და მათ აქვთ ვალდებულება იმ მოსწავლეების აღრიცხვა აწარმოონ, ვინც სისტემატურად აცდენს ონლაინ-გაკვეთილებს. ეს მონაცემები დირექციას ელფოსტის საშუალებით უნდა გადაეგზავნოს, ხოლო რა მსვლელობა მიეცემა დოკუმენტს, ამას სავარაუდოდ სამინისტრო გადაწყვეტს.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზედიზედ 45 დღის გაცდენის შემთხვევაში ბავშვს მოსწავლის სტატუსი უჩერდება, 10 დღის გაცდენისას კი დამრიგებელი უკვე ვალდებულია, დირექცია საქმის კურსში ჩააყენოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203