საჯარო საბავშვო ბაღში დასაქმების მსურველებმა ის კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინონ, რასაც მათგან დამსაქმებელი მოითხოვს.
ზოგიერთი თანამდებობისთვის აუცილებელი პროფესიული ან უმაღლესი განათლება, თუმცა არის ისეთი პოზიციებიც, რომლებზეც განაცხადის შეტანა საშუალო განათლებითაც თავისუფლად შეგიძლიათ.
ამჯერად, Etaloni.ge ინფორმაციას სწორედ ამ პოზიციების შესახებ მოგაწვდით.
როგორც თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ვებ-გვერდზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების გრაფაში ვკითხულობთ, უმაღლესი განათლება არ მოეთხოვებათ შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს: ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწე, მუსიკის პედაგოგი, ცეკვის პედაგოგი, დამლაგებელი, მრეცხავი, მზარეული, მზარეულის დამხმარე, დარაჯი, მუშა, მებაღე/მეეზოვე.
იხილეთ ასევე:
რა განათლება გჭირდებათ საბავშვო ბაღში დასასაქმებლად?