„იყო ერთი მხატვარი“ - გურკელის საჯარო სკოლაში ამ სახელწოდების ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიება ცნობილი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლის თავს მიეძღვნა. მოსწავლეებმა მხატვრისთვის მიძღვნილი ლექსებით, სიმღერებით და ბიოგრაფიული ცნობებით მისი ცხოვრების გზა თითქოს გააცოცხლეს და ხელახლა მოუთხრეს დამსწრე საზოგადოებას.
იხილეთ ფოტოები