„დისტანციური სწავლება ვერ აძლევს მოსწავლეს ხარისხიან განათლებას“- ნატო ბენდელიანი, აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი
25-02-2022

განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორ ნატო ბენდელიანს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- პედაგოგის პროფესია დღევანდელ ახალგაზრდობაში პოპულარული ნამდვილად არ არის, თუმცა წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა, რაც გამოიწვია უფასო ფაკულტეტების დაშვებამ და ანაზღაურება შედარებით გაუმჯობესდა.

- თქვენი აზრით, რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- კადრების დეფიციტი დღეს ნამდვილად არის საბუნებისმეტყველო დისციპლინებში და უახლოეს მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, დაემატოს სხვა დისციპლინებშიც.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- პედაგოგთა გამოცდები მისაღებია, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ არ არის საკმარისად მომზადებული, არ არის მორგებული საჭიროებებს.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლება ვერ აძლევს მოსწავლეს ხარისხიან განათლებას, მაგრამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი ნამდვილად არის.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- პანდემიამ მოგვცა გამოცდილება, როგორ შევძლოთ კრიტიკული სიტუაციის მართვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203