სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების რაოდენობა 16 910-ით არის შემცირებული
03-03-2022

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასი 2021-2022 სასწავლო წლისთვის მასწავლებელბის რაოდენობა  62 981-ს შეადგენს, რაც გასული სასწავლო წელთან შედარებით 282-ით მეტია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იცვლება;  იმატებს და იკლებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლებისგან განსხვავებით კერძო სკოლებში დასაქმების მსურველთა რაოდნეობა ბოლო წლებში სტაბილურად იკლებს. მაგალითისთვის, 2018/2019 წლებში კერძო სკოლებში 8085 მასწავლებელი მუშაობდა, 2019-2020-ში -  7 834 მასწავლებელი; 2020-2021-ში - 7 208 მასწავლებელი, ხოლო 2021-2022სასწავლო წელს კერძო სკოლებში მასწავლებელთა რაოდენობა  6 971-მდე შემცირდა.

რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, აღსანიშნავია, რომ საქართველოში ყველაზე მეტი მასწავლებელი 79 891 2009-2010 სასწავლო წელს იყო დასაქმებული. აღნიშნულ პერიოდში საჯარო სკოლებში 71 845 პედაგოგი მუშაობდა, ხოლო კერძოში - 8046. აღსანიშნავია, ისიც რომ 2009-2010 სასწავლო წლიდან დღემდე მასწავლებელთა რაოდენობა 16 910-ით არის შემცირებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203