შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლის დირექტორებისათვის ინფორმაციას ავრცელებს.2021-2022 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის მოსაწვევის ამოსაბეჭდად მიჰყევით
ბმულს.
მოსაწვევზე მითითებულია დეტალური ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის შესახებ, რომლის მიწოდებასაც მოსწავლისათვის უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია.
მესამე, დასკვნითი ტური 3 მარტს დაიწყება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ბმულზე.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება და მისი მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, ასევე იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე მონაწილეობას საქართველოს სახელით მიიღებენ.