გახდება თუ არა საბავშვო ბაღები ფასიანი? – კითხვას განათლების კომიტეტი პასუხობს
28-02-2022

საჯარო და კერძო ბაღების ავტორიზაციის საკითხი, უფრო სწორად მოსამზადებელი პერიოდი დღის წესრიგში უკვე დგას. მალე შეიქმნება ერთიანი ელექტრონული ბაზა და სააღმზრდელო დაწესებულებებმა თვითშეფასებაც უნდა წარადგინონ; მიუხედავად იმისა, რომ თავად ავტორიზაცია 2030 წლამდე გადავადდა, ვალდებულებები უკვე კანონის ძალით განსაზღვრულია და სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებს მათი შესრულება მოუწევთ.

ამ ფონზე კი საინტერესო ისაა, ხომ არ გახდება კვლავ ფასიანი საჯარო ბაღები? - აქტუალურ კითხვას, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა უპასუხა და აღნიშნა რომ „ეს თემა რა თქმა უნდა, არსებობს“:

„ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი, იმდენი საქმე გვაქვს... თუმცა საკითხავია, რამდენად სამართლიანია მიდგომა, საჯარო ბაღი აბსოლუტურად უფასო იყოს სოციალურად დაუცველებისა და სხვა ოჯახებისთვისაც. ეს თემა, რა თქმა უნდა არსებობს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203