მშვიდობის კორპუსის მოხალისე მასწავლებლების ორგანიზებით ინგლისურ ენაში კითხვის კონკურსი ჩატარდა
მშვიდობის კორპუსის მოხალისე მასწავლებლების ორგანიზებით ინგლისურ ენაში კითხვის კონკურსი (Reading Competition) ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა სამეგრელოსა და იმერეთის საჯარო სკოლების 89 მოსწავლემ მიიღო.
კონკურსი გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა. პირველი, მეორე და მესამე ადგილები გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიმსახურეს.
I ადგილი_გიორგი ბაღიშვილ. ბაჩო ბჟალავა. თორნიკე ტურენკო.
II ადგილი_ თეონა ბაღიშვილი, ანანო ბერიშვილი.
III ადგილი_ როინი ბჟალავა
ბავშვებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, სადაც გამოიყენეს თავიანთი ხელით შექმნილი რესურსები. აღსანიშნავია, რომ კონკურსში გაჭედილის საჯარო სკოლის 12 მოსწავლე მონაწილეობდა.თითოეული მოსწავლის მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციამ ჟიურის მოწონება დაიმსახურა.
სკოლა ულოცავს თითოეულ მოსწავლეს წარმატებას!
იხილეთ ფოტოები