თელავის N5 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს პროექტი - „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“ მიეძღვნა
თელავის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით პროექტი - „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“ განახორციელეს.პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მეტად საინტერესო პოსტერები და ფოტორეპორტაჟები წარადგინეს. ასევე, მეათეკლასელმა, მათე მამულაშვილმა სასკოლო საზოგადოებას საკუთარი ნამუშევარი „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ წარუდგინა, რომელიც ტილო და აკრილისგან შექმნა.
პროექტის ხელმძღვანელი ისტორიის პედაგოგი მზია მაისურაძე გახლავთ.
„1921 წლის 25 თებერვალი - საბჭოთა უკუპაციის დღე, დღე რომელიც წითელ ლაქად გასდევს ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნის ისტორიას. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თელავის N5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი - „შემოდიოდა სიკვდილი ცელით“. პროექტის ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი მზია მაისურაძე გახლდათ. სკოლაში კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეს სისხლიანი მოვლენა, პატივი მიაგეს ომში დაღუპული ქართველების ხსოვნას..პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი გახლავთ თემასთან დაკავშირებული პოსტერები, ფოტო რეპორტაჟი - რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებები 1921 წლიდან დღემდე. ღონისძიება გახსნა მე-10 კლასის მოსწავლემ - მათე მამულაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოკლედ შეახსენა 1921 წლის 25 თებერვალი, გაავლო პარალელები დღეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან... მათე მამულაშვილმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინა ნამუშევარი საკუთარი თვალით დანახული რუსული ოკუპაცია. დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეაფასა რუსული ოკუპაცია, აგრესორი ქვეყნის პოლიტიკა 21-ე საკუნეში. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ნახეს ფილმი „გიგოს გორა - თელავის გოლგოთა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე: